უგანდის ყველაზე ულამაზო მამაკაცს მერვე შვილი შეეძინა [Video]

უგანდის მკვიდრი, რომელიც ოფიციალურად ქვეყნის ყველაზე ულამაზო მამაკაცად გამოცხადდა, მამა მერვედ გახდა, – გვაცნობებს გამომცემლობა Metro.

47 წლის გოდფრი ბაგუმას და მის 30 წლის მეუღლე ქეით ნამანდას გოგონა შეეძინათ. პატარა, ოჯახში, უკვე მეექვსე ბავშვია. ბაგუმას, პირველი ქორწინებიდან, კიდევ ორი შვილი ჰყავს.

მედიცინისთვის უცნობი სენით დაავადებული ბაგუმა, ადრე მეწაღედ მუშაობდა. 2002 წელს, მან შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა, რათა უგანდის ყველაზე ულამაზო მამაკაცის წოდება მოეპოვებინა. ღონისძიებაში მონაწილეობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ გაემარჯვა და ოჯახში ფული მიეტანა.

სანატრელი წოდების მიღების შემდეგ, ბაგუმამ პროფესია შეიცვალა და მომღერალი გახდა. სცენურ ფსევდონიმად – Ssebabi აიღო.

ბაგუმამ პირველი ცოლი ღალატის გამო მიატოვა. ნამანდა რომ გაიცნო, დიდხანს ცდილობდა მისი გულის მონადირებას. 2008 წელს პირველი ბავშვი შეეძინათ, თუმცა დაქორწინება 2013-ში გადაწყვიტეს.

„4 წლის განმავლობაში, ერთმანეთს ფარულად ვხვდებოდით. არ მინდოდა, ბავშვის დაბადებამდე, ვინმეს ერთად ვენახეთ. მას ვუთხარი, რომ არ მსურს მძიმე ტვირთად დავაწვე და ჩემგან წასვლა შეუძლია. მისი ორსულობის მეექვსე თვეზე მართალც მიმატოვა, მაგრამ მერე ისევ დამიბრუნდა. საკუთარ ბედს შეეგუა“, – ყვება ბაგუმა.

ნამანდას მიაჩნია, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.

„როცა სასურველ ადამიანს პოულობ, სხვას ყური არ უნდა დაუგდო. საკუთარ გულისთქმას უნდა მიჰყვე. ფული და გარეგნობა პრობლემად არ უნდა აქციო“, – დასძინა ქალბატონმა.

გამოცემა Metro-ს ცნობით, ბაგუმა ოჯახს საკუთარი კონცერტებით არჩენს. იგი სტენდ-აფის ჟანრში, კომედიურ ნომრებს ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button