მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტების მიერ განადგურებული ავდეევკა შესაძლოა მეორე ბახმუტად იქცეს

რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ, ხერსონის ქალაქ ტავრიისკის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერის, ოლექსი დმიტრაშკოვსკის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ავდეევკა, შესაძლოა, მეორე ბახმუტად იქცეს.

“მტერი ახლა გამუდმებით ცდილობს ავდეევკას ალყაში მოქცევას. ვეთანხმები ჩემს კოლეგებს ბრიტანეთიდან, რომ მალე ავდეევკა, შესაძლოა, მეორე ბახმუტად იქცეს – ეს ასეა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც ამ მიმართულებით უტევენ, ყველაფერი ასე კარგად არ არის”, – თქვა დმიტრაშკოვსკიმ.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა აღნიშნული მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში დაახლოებით სამი ასეული დაკარგა.

დღეს ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა ახლა დიდწილად განადგურებულია.

“რუსეთის ოპერაციას ძირითადად “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” პირველი არმიის კორპუსი ახორციელებს, ადგილობრივი პერსონალი, რომელიც კარგად იცნობს ტერიტორიას. ავდეევკა დონბასის კონფლიქტის ფრონტზე 2014 წლიდან იმყოფება. ქალაქი ახლა დიდწილად განადგურებულია.

ტაქტიკურად, მსგავსი სიტუაციაა უფრო დიდ ქალაქში, ბახმუტში, ჩრდილოეთით. უკრაინული ძალები აგრძელებენ თავდაცვას ორგანიზებულად, მაგრამ დასავლეთიდან მათი გადაადგილების მარშრუტები მზარდი საფრთხის ქვეშაა”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები უკრაინის რეგიონებზე შეტევას აგრძელებენ. მათი თვადასხმის ძირითადი მიმართულებებია ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა, მარინკა და შახტიორსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button