მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

IMF საქართველოს $450 მილიონს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლობასა და საქართველოს მთავრობას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ფონდი საქართველოს ეკონომიკურ კრიზისთან საბრძოლველად 450 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

შეთანხმება სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მაისში უნდა დაამტკიცოს.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტისთვის მყისიერად გახდება ხელმისაწვდომი პანდემიასთან გასამკლავებლად.

“გუნდი რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის IMF-ის დახმარების კვოტის 130%-ით (დაახლოებით $375) გაზრდაზე ჯანდაცვისა და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მხარდასაჭერი ზომების დასაფინანსებლად…გამოყოფილი ხარჯები (დაახლოებით $200 მილიონი) განკუთვნილი იქნება ბიუჯეტისთვის, რათა დაეხმაროს ხელისუფლებას გადაუდებელი სამედიცინო და სოციო-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაში,” – ვკითხულობთ სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის განცხადებაში.

შეთანხმების დამტკიცება მოსალოდნელი იქნება მაისის დასაწყისში და საქართველოსთვის ჯამურად გამოყოფილი თანხა $450 მილიონს მიაღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button