მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს უკრაინის ქალაქები

26 თებერვალს ორი ადამიანი დაიღუპა რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთის სუმის ოლქზე, იმ ფონზე, როცა რუსეთი აწარმოებს დრონებით და რაკეტებით შეტევების ახალ ტალღას – იუწყებიან რეგიონის და არმიის ოფიციალური წარმომადგენლები.
სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, რომ მტერმა თავდასხმისას საჰაერო მართვადი ბომბები გამოიყენა.
“რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ ჩაიდინეს საშინელი დანაშაული სუმის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 26 თებერვლის 02:15 საათზე ავიაიერიში განხორციელდა იუნაკოვის თემზე. მტერმა გამოიყენა მართვადი საჰაერო ბომბები. დაფიქსირდა 4 აფეთქება. ავიადარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – წყვილი, რომელიც სახლში იმყოფებოდა. დაინგრა ერთი კერძო საცხოვრებელი, დაზიანდა 5”, – ნათქვამია განცხადებაში.
26 თებერვალს, დილით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის მიერ ნასროლი 14 დრონიდან ცხრა დრონი – იუწყება უკრაინის არმია და დასძენს, რომ ასევე განადგურებულია რუსეთის საკრუიზო რაკეტა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთი სოფელი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ამბობს, რომ მათ მედიკოსები სამედიცინო დახმარებას უწევენ.
“რუსებმა ორი კაცი დაჭრეს. საოკუპაციო ძალებმა ფრონტის ხაზის სოფელი არტილერიით დაბომბეს. მედიკოსები დახმარებას უწევენ დაშავებულებს. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება,” – ამბობს ფედოროვი.

რუსულმა ძალებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს. დნიპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის ცნობით, ქალაქში რამდენიმე აფეთქება იყო.
მისი ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი, დაზიანებულია რამდენიმე შენობა და ინფრასტრუქტურა.
როგორც ცნობილია, რეგიონში კვლავ საჰაერო განგაშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button