მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტმა პრეზიდენტმა 130 000 ადამიანის ჯარში გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 130 000 ადამიანის ჯარში გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია, Ria Novosti ავრცელებს.

“2023 წლის 1 ოქტომრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან “სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” გაწვევას 130 000 ადამიანის ოდენობით”, – ნათქვამია განკარგულებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსები დამატებით ძალებს და სამხედრო ტექნიკას აგროვებენ.

“რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში დამატებით ძალებს და სამხედრო ტექნიკას აგროვებენ. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მტრის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის რაოდენობა გაიზარდა. რუსები მძიმე ტექნიკას მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ატარებენ.

ოკუპანტები ახლა მელიტოპოლსა და პოლოგოვსკის რაიონის სოფლებში ყველა ცარიელ სახლს იკავებენ. მტრის ჯარების რაოდენობა ტოკმაკსა და ბერდიანსკშიც იზრდება”, – ამბობს მელიტოპოლის მერი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ, ოკუპანტებს ანადგურებენ და დროებით ოკუპირებულ მიწებს ათავისუფლებე

28 სექტემბერს რუსებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 3 ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ავრცელებს.

ხერსონის ოლქის პროკურატურის ცნობით კი, რუსული ძალები თავს დაესხნენ საცხოვრებელ უბანს, სადაც დაზარალებულები ქუჩაში იდგნენ. უწყება ამბობს, რომ შემთხვევის ადგილიდან ორი ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ხერსონი დღის განმავლობაში 96-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაუღუპა, ხოლო 5 – დაიჭრა.

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედია მოქალაქეებს სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

მათი ცნობით, უკრაინის მიმართულებით MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button