მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ვაგნერის” მებრძოლები უკრაინაში ბრუნდებიან

პუტინმა ვაგნერის მეთაურს მოხალისეთა დანაყოფების შექმნა დაავალა

ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულმა ჯარისკაცებმა უკრაინაში განლაგება დაიწყეს.

ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ვაგნერის“ ჯარისკაცები ბრუნდებიან როგორც ინდივიდუალურად, ისე მცირე ჯგუფებში, რომლებიც იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა პრორუსული შენაერთების მხარეს.

„გადანაწილებული პერსონალის ზუსტი სტატუსი გაურკვეველია, მაგრამ, სავარაუდოა, რომ პირები გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ძალების ნაწილებში“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ვაგნერელები“ კონცენტრირებულნი არიან დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში და ვარაუდობენ, რომ ამ სექტორში მათი გამოცდილება სასარგებლო იქნება რუსი ოკუპანტებისთვის, რადგან ბევრი მათგანი იცნობს ამჟამინდელ ფრონტის ხაზს და ადგილობრივ უკრაინულ ტაქტიკას.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის წარმომადგენელმა, ილია ევლაშმა განაცხადა, რომ ბელარუსში მყოფმა „ვაგნერის“ ყოფილმა დაქირავებულმა ჯარისკაცებმა კონტრაქტი გააფორმეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და გადავიდნენ უკრაინის ფრონტზე აღმოსავლეთის მიმართულებით.
ვაგნერის მებრძოლებმა უკრაინა პრიგოჟინის აჯანყებამდე, ივნისის დასაწყისში დატოვეს. 25 აგვისტოს, პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ვაგნერი აღარ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი უკრაინის ომში.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრებს შორის დაჯგუფება ვაგენერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც იყო. პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, ვაგნერზე კონტროლი პირდაპირ კრემლზე გადავა და ეს მას პოტენციურად სახიფათოს ხდის.

29 სექტემბერს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს-ბექ ევკუროვსა და ვაგნერის მეთაურს, ანდრეი ტროშევს შეხვდა. როგორც გავრცელებული სტენოგრამიდან ჩანს, პუტინმა ტროშევს მოხალისეთა დანაყოფების შექმნა დაავალა.

არც კრემლის საიტზე და არც ტექსტში ტროშევის საქმიანობის შესახებ მითითებული არაა.

“ბოლო შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ თქვენ ჩაერთვებით მოხალისეთა დანაყოფების ფორმირებაში, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა საბრძოლო დავალება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. თქვენ თვითონ იბრძოდით ასეთ ქვედანაყოფში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. იცით, რა არის ეს, როგორ კეთდება, იცით საკითხები, რომლებიც დროზე ადრე უნდა გადაწყდეს, რათა საბრძოლო მუშაობა საუკეთესოდ და წარმატებულად წარიმართოს”, – განაცხადა პუტინმა.

ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ ივლისში ტროშევი პუტინთან შეხვედრას ესწრებოდა. როგორც პუტინმა განაცხადა, მან დაქირავებულ მებრძოლებს დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის მათი უშუალო მეთაურის ტროშევის ხელმძღვანელობით.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ტროშევი ამჟამად რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button