ოკუპირებულ აფხაზეთში 3 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ტყის ხანძრების საერთო ფართობმა სამი ათასი ჰექტარი შეადგინა, განაცხადა აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ოთხშაბათს, 13 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ასევე თქვა, რომ 7 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, მეხანძრეებმა 68 კერა ჩააქრეს.
” ჩვენს პრაქტიკაში ასეთი მასშტაბები არ არსებობდა . რომ არა კოკისპირული წვიმები, ხანძრების დაძლევა შეუძლებელი იქნებოდა”- აღნიშნა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა.
“მე კმაყოფილი ვარ ჩემი თანამშრომლებით, მათ ყველაფერი გააკეთეს, არავინ იჯდა და არ ელოდა წვიმას. ბევრ თანამშრომელს რამდენიმე დღე არ ეძინა” – განაცხადა ლევ კვიცინიამ.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ხანძრების მიზეზები შესაძლოა ადამიანური ფაქტორი იყოს. ლევ კვიციანი გამიზნულად ხანძრის გაჩენის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.