მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების“ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.

სააგენტო “აფსნიპრესის” თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის ადმინისტრაციასა და დე ფაქტო რაიონის გამგეობებს დაევალათ უზრუნველყონ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

მანამდე აფხაზეთში სამობილიზაციო მოსამზადებელი რეკომენდაციების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. 26 სექტემბერს კი ასლან ბჟანია ქალაქებისა და რაიონების „ხელმძღვანელებს “ შეხვდა და ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაოთი დაინტერესდა.

რუსეთში 21 სექტემბერს „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად განიხილება საკითხი, შეეხება თუ არა ის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლებს.

სოხუმში ფიქრობენ, რომ მობილიზაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა „მედუზას“ უამბო, რომ კრემლში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მობილიზაციის საკითხსაც განიხილავენ.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდებიან ის სამხედროები, რომელთა სამხედრო სამსახურის ვადა ამოიწურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button