რეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფ. ფახულანისა და სოფ. საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ, მიმდინარეობს ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უწყების ცნობით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button