კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები

საჩხერეში პედოფილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.ი. საჩხერეში დააკავეს. მას, წინასწარი შეცნობით, 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.

​დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
​გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button