
ოკუპირებულ ტყვარჩელში კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ტყვარჩელში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო კარანტინი 13 დეკემბრიდან-20 დეკემბრის ჩათვლით გამოცხადდა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,იმუშავებს მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები. ესენია:მაღაზიები, აფთიაქები და პურის საცხობები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 5 დღეში,ტყვარჩელში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ადგილობრივი საავადმყოფო უკვე გადავსებულია და ახალ ინფიცირებულ პაციენტებს ვერ ღებულობს.