რეგიონისაქართველოსიახლეები
ოკუპირებულ ცხინვალში 17 კოვიდინფიცირებულია
ოკუპირებულ ცხინვალში დღეს კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია.
ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი მარინა კოჩიევა აცხადებს, რომ ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, პაციენტები ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.