მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” რუსული რუბლის “ოფიციალურ ვალუტად” მიღებას დაუჭირა მხარი

ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტმა” პირველი მოსმენით მიიღო “კანონპროექტი” „სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“. დოკუმენტი ადგენს, რომ აფხაზეთის “ოფიციალური ვალუტა” რუსული რუბლია, ხოლო ყველა სხვა ვალუტა კლასიფიცირებულია, როგორც უცხოური. გარდა ამისა, სავალუტო რეგულირების მიზნებისათვის “საკანონმდებლო” დონეზე შემოდის ცნება „რეზიდენტი“ და „არარეზიდენტი“.
როგორც ეხო კავკაზა წერს, დე ფაქტო ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, ბესლან ბარათელია ჯანმრთელობის მიზეზით სხდომაზე არ მივიდა.

“კანონპროექტს” მხარი 26-მა “დეპუტატმა” დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო.
აღინიშნება, რომ ოკუპირებული რეგიონის “ეროვნული ბანკის თავმჯდომარე” ბესლან ბარათელია ავადმყოფობის გამო სხდომას არ დაესწრო და მას შენიშვნები აქვს დოკუმენტთან. “დეპუტატმა” ბესლან ხალვაშმა განაცხადა, რომ “კანონპროექტში” შესწორებების შეტანა მეორე მოსმენის დროს შესაძლებელია.
მანამდე აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ გააკრიტიკა ეკონომისტის ახრა არისთავის პოზიცია, რომელიც ეროვნული ვალუტის – აფსარას შემოღების აუცილებლობაზე მიუთითებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button