მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთი უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში ჩატარებას სთავაზობს

თურქეთი მზად არის კვლავ უმასპინძლოს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ის იმ აზრზე რჩება, რომ დიპლომატიასა და დიალოგს შანსი უნდა მიეცეს რუსეთ-უკრაინის ომის “სამართლიანად და გრძელვადიანად მოგვარებისთვის.”

“ამ მიზნის მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა შესაძლო გზით უმაღლესი დონის დიპლომატიური არხების გამოყენებას…
ყველასთვის კარგად ცნობილია თურქეთის მიერ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ასევე ყველა ძალისხმევას მივმართავთ ჩვენი ყირიმელი თათარი თანამემამულეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად,” – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობის დასამყარებლად მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულ არ იქნა, ხოლო სამშვიდობო ინიციატივების წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორივე მხარის დაახლოება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ომის მესამე წელს ვიწყებთ და მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მშვიდობის დამყარების მიმართულებით საკმარისი პროგრესი არ არის მიღწეული. მე ვრჩები იმის მომხრე, რომ დიპლომატიას და დიალოგს მიეცეს ომის დასრულების სამართლიანი შესაძლებლობა“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, ანკარა „ძირითადად მხარს უჭერს“ უკრაინის მიერ შემოთავაზებულ „მშვიდობის ფორმულას“.

„მეორე მხრივ, ჩვენ მზად ვართ, კვლავ შემოგთავაზოთ მოლაპარაკებების მაგიდა, რომელიც ადრე მოვაწყეთ სტამბოლში მშვიდობის დასამყარებლად“, – აღნიშნა ერდოღანმა.
“იმ აზრზე ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევები უნდა დაიწყოს, როგორც მინიმუმ მშვიდობის ზოგადი პარამეტრების დასადგენად,” – განაცხადა ერდოღანმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმის “პრინციპს” მხარს უჭერს, და ანკარა მზად უკრაინის “სწრაფ აღდგენასა და რეკონსტრუქციაში” თავისი წვლილი შეიტანოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button