სპორტი

ოკუპირებული სოხუმის მილიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია აღკვეთეს

ოკუპირებული სოხუმის მილიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია აღკვეთეს.

დაკავებულია რუსეთის 2 მოქალაქე – ამის შესახებ ინფრმაციას აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, 2001 წელს დაბადებული ელენა სინელნიკოვა და ვადიმ ბოტიევი სტავროპოლიდან აფხაზეთში ნარკოტიკების გასავრცელებლად ჩამოვიდნენ.

ოკუპირებილი აფხაზეთის დე ფაქტო ‘’შსს-ს ნარკოტიკების კონტროლის დეპარტამენტის‘’ თანამშრომლებმა ისინი სოხუმში, მაიაკის რაიონში დააკავეს.

‘’ ბოტიევს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების შემცველი 46 შეკვრა აღმოაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამოღებული ნარკოტიკი- მეტადონია.
დაკავებულებს, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ ‘’ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button