მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღია წერილს პრეზიდენტისადმი ბრიფინგით გამოეხმაურა. ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელი არ მიუწვდება 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საიდუმლო გრიფით გამოცემულ მასალებზე და, შესაბამისად, ვერ განახორციელებდა მის გასაიდუმლოებას.
მათივე თქმით, ხარჯებზე დოკუმენტების გასაჯაროებაზე მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უნდა მიმართოს.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტების შენახვის საქმის წარმოებას ახორციელებდა უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც 2018 წელს გაუქმდა. ამის შემდეგ კი უშიშროების საბჭოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, შესაბამისად ეს დოკუმენტები გადაგზავნილია მთავრობის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას თქმით, 2019 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა დოკუმენტების კლასიფიკაცია, ამის შემდეგ, 2019-2021 წლებში, მათივე თქმით, მიმართეს მთავრობას გრიფითსაიდუმლო დოკუმენტების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა დღემდე არ მიუღიათ. შესაბამისად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოკლებული არიან შესაძლებლობას იმსჯელონ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე და მესამე პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ თუ რამე პრეტენზია, ან მოთხოვნა აქვს, მიმართოს მთავრობას.

გარდა ამისა, ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიუღებელია “მუქარა” იმის თაობაზე, რომ მომავალში სალომე ზურაბიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს გასამართლებული გაწეული ხარჯების გამო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button