მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანისას, 63 წლის კაცი გარდაიცვალა

ცხინვალიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას, 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა დე ფაქტო ცხინვალი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდა. გადმოსვლის ნება კაცს მხოლოდ მაშინ დართეს, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა.

კაცი ახალგორის რაიონის სოფელ ალევში ​მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. გუშინწინ ის ცხინვალში გადაიყვანეს, შემდეგ კი, წითელი ჯვრის დახმარებით, სამკურნალოდ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადმოეყვანათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button