მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

5 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში

worldometers.info-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, ამ დროისთვის, გლობალურად კორონავირუსის 5 003 155 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 325 218-ია.

ამ დროისთვის, შემთხვევების რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, მას მოჰყვება რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია და დიდი ბრიტანეთი.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა. ის ჯერ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო შემდგომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button