მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

„ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, „საზღვრის“ დარღვევისთვის 2020 წლის 30 ივნისს დაკავებულ ლაშა ხეთერელს ცხინვალის სასამართლოს მიერ მისჯილი ერთწლიანი პატიმრობის ვადა ეწურებოდა და ის 17 ივნისს გადაეცა ქართულ მხარეს.

ლაშა ხეთერელი ლიახვის ხეობიდან დევნილია, ხეთერელი “საზღვრის” დარღვევის ბრალდებით ადრეც არაერთხელ იყო დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button