ოლანდი: ადგილი არ მაქვს!

საფრანგეთში, მოქალაქეებს, მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემისკენ მოუწოდებენ.

ფინელი კოლეგისგან განსხვავებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ამგვარ ინიციატივას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ ლტოლვილებს სახლში ვერ მიიღებს.

გასულ კვირას, ფინეთის პრემიერ–მინისტრმა იუხასი პილამ გამოაცხადა, რომ მზად არის, ქვეყანაში ჩამოსულ მიგრანტებს საცხოვრებლად საკუთარი სახლი დაუთმოს, რაც მის ითქმით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის მაგალითი გახდება.

„სამწუხაროდ, დღეს არ მაქვს თავისუფალი ფართი,“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე ოლანდმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აგრეთვე დასძინა, რომ მსგავს მოწოდებებს პოზიტიურად უყურებს, მაგრამ თვლის, რომ ლტოლვილთა შეკედლება, ნებისმიერი მოქალაქის პირადი არჩევანია.

ოლანდის თქმით, საფრანგეთი, უახლოესი 2 წლის განმავლობაში, 24 ათასს ლტოლვილს მიიღებს. გერმანიაში, სადაც ხაზინიდან მიგრანტებისთვის 6 მილიარდი ევრო უკვე გამოიყო, წლის ბოლომდე, 800 ათას ლტოლვილს ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button