უნგრეთში მიგრანტების შემოტევისგან დამცავი სამხედრო წვრთნები დაიწყო [Video]

უნგრეთმა ეროვნული ჯარის სამხედრო წვრთნები დაიწყო, რათა ჯარისკაცები ყვეყნის სამხრეთ საზღვრების დაცვაში გაწვრთნას, – გადმოსცემს Reuters.

უნგრეთის მთავრობა პოლიციის პატრულირების გაძლიერების მიზნით, საზღვარზე ჯარისკაცების დამატებითი ძალების გადასროლას გეგმავს. უკვე ზედიზედ სამი დღეა, რაც ასობით ლტოლვილი პოლიციის კორდონს არღვევს და ქვეყნის შიგნით, ფეხით შეღწევას ცდილობს.

როგორც ცნობილია, უნგრეთი, სერბიის საზღვარზე, მავთულხლართების ღობეს მართავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა – ვიქტორ ორბანმა, სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შესახებ, განცხადება უკვე გააკეთა.

მოსალოდნელია, რომ უნგრეთის პარლამენტი, ახალ ზომებთან დაკავშირებულ საკითხს, ხმას მისცემს არაუგვიანეს სექტემბრის თვისა.

ათასობით ლტოლვილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებულ კონფლიქტებს გაურბის, უნგრეთის გავლით, გერმანიასა და ავსტრიაში შეღწევას ცდილობს. გაერომ განაცხადა, რომ მომავალი კვირის ბოლომდე, უნგრეთში კიდევ 40 000 მიგრატი ჩავა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი – ჩაბა ჰენდე, საზღვარზე არსებული სამიგრაციო კრიზისის გამო, თანამდებობიდან გადადგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button