მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოლიგარქიული რეჟიმი არის საფრთხე შეგუება არ შეიძლება-ნიკა მელია

ეს არის კამპანია, რომელიც დავიწყეთ თელავიდან და არ დასრულდება მანამდე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ დასრულდება, ამის პირობას ვდებ-განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ თელავში ყოფნისას.

“დაბაში, მთაში, ბაღში, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა სოფელში, ყველგან მინდა შესვლა. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოლიგარქიული რეჟიმი არის საფრთხე, ეროვნული უსაფრთხოებისათვის, სოციალური უსაფრთხოებისათვის, ამასთან შეგუება არ შეიძლება. გვჯერა საკუთარი თავის, გვჯერა საკუთარი სიმართლის, უამრავ ადამიანს სჯერა, საკუთარი უნარ-ჩვევების. ციხემ შეგვიშალა ხელი,? გაცილებით ძლიერად ვგრძნობ ახლა თავს, ვიდრე მანამდე და ეს უნდა გადაედოს მთელ საქართველოს”- ამბობს მელია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თანაგუნდელებთან ერთად თელავში, პარტიის ოფისში ადგილობრივ აქტივს და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” შესვლას ეხება. ჩაერთვება თუ არა პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჯერჯერობით უცნობია, ეს საკითხი, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით რეგიონებში შეხვედრებს დაასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button