ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილი კვლავ გამარჯვებულია [Video]

2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველი ლაშა შავდათუაშვილი ზაგრებში მიმდინარე ტურნირის გამარჯვებული 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა.

ფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე მონღოლი ხაშბაატარი იყო. მატჩის დასრულებამდე 27 წამით ადრე ლაშამ აზიელი მეტოქე იპონით დააგდო და ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button