ომარ შარიფი გარდაიცვალა
ლეგენდარული მსახიობი ომარ შარიფი, 83 წლის ასაკში, ალცჰეიმერის დაავადებით, კაიროში გარდაიცვალა, – გადმოსცემს Al-Arabiya News Channel.
83 წლის შარიფს ახსოვდა, რომ ცნობილი მსახიობი იყო მაგრამ, განსახიერებულ როლებს ვერ იხსენებდა. ამის შესახებ მედიას მსახიობის შვილმა, თარეკ ალ-შარიფმა განუცხადა.
შარიფს მიღებული ჰქონდა „ოსკარის“ ნომინაცია და „ოქროს გლობუსის“ ორი ჯილდო, ერთ-ერთი – დოქტორ ჟივაგოს როლის შესრულებისთვის.