ჟვანია მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა – კობა ხარშიაძე

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძის განცხადებით, იმ ბინაში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი აღმოაჩინეს, იგი რაულ უსუპოვთან ერთად შიშველი იმყოფებოდა.

ამის შესახებ ბრალდებულმა ხარშილაძემ სასამართლოში შესავალი სიტყვის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ პატიებას სთხოვს ზურაბ ჟვანიას სულს. საქართველოს ყოფილი პრემიერი-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ იუსუპოვი 2005 წლის 3 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი გამოძიებით, მათი სიკვდილი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ზურაბ ჟვანიას ძმამ, პარლამენტის წვერმა გოგლა ჟვანიამ, ბრალდებულის განცხადებას „საცოდავი ადმიანის“ გამონათქვამი უწოდა.

“ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები გაიხსენეთ და მიხვდებით, ის ვისი ენით საუბრობს. ამა თუ იმ ადამიანებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, სიმართლე დადგინდება. როდესაც საქმე დასრულდება, ყველაფერი ყველასთვის ნათელი გახდება”, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ. კობა ხარშილაძის თქმით, ჟვანიას რომ 5 წუთი მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა, მსგავს სიკვდილს არ ისურვებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button