მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი ახლოაღმოსავლეთში გრძელდება-ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს

ისრაელი რაფას თითქმის ყოველდღე ბობმავს

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა სარაკეტო დარტყმები ღაზის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში განახორციელა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს.
ისრაელის სამხედროებმა ხან იუნისში „ჰამასის“ მებრძოლების ლიკვიდაცია განახორციელეს და „ჰამასის“ ობიექტები გაანადგურეს მათ შორის სამედიცინო პერსონალიც.
ამასთან „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 28 064-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობა კი 67 611-მდე გაიზარდა..

ასევე, დასავლეთ ხან იუნისში იარაღი და სამხედრო ტექნიკა ამოიღეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო იერიშების
შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში 117 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 25 რაფაჰში.

საომარი მოქმედებებია რაფაჰის ტერიტორიაზეც, სადაც პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან ევაკუირებული. გაერო ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის საერთაშორისო კანონების დაცვისკენ მოუწოდეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათი არმია ბრძოლის სტრატეგიას შეცვლის და “ჰამასს” ისე დაამარცხებს, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა რაფაჰიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.
ასევე 10 თებერვალს ისრაელმა ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის ქალაქ რაფაზე, რომელსაც თავს აფარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი.

მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის სამხედროებს უბრძანა, “მოემზადონ ოპერაციისთვის” ამ სამხრეთით მდებარე, სასაზღვრო ქალაქში, რომელიც პალესტინელებისთვის უკანასკნელ თავშესაფრადაა ქცეული.

გავრცელებული შეფასებით, რაფას თავს აფარებს 1,3 მილიონი ადამიანი. ნეთანიაჰუს მხრიდან ჩაფიქრებულ შეტევას მწვავე კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზიების და ვაშინგტონის მხრიდან. პალესტინელები ამბობენ, რომ გასაქცევი აღარსად რჩებათ.

თვითმხილველები 10 თებერვლის დილით იუწყებოდნენ ახალ დარტყმებზე რაფაზე, ისრაელის არმიამ გააძლიერა საჰაერო რეიდები. პალესტინელებში მატულობს შიში, რომ განხორციელდება სახმელეთო ოპერაციაც.

ამასთან სულ მცირე 31 პალესტინელი ემსხვერპლა რაფაზე ისრაელის საჰაერო დარტყმებს შაბათ დილით – რამდენიმე საათში მას მერე, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არმიას დაავალა ამ ქალაქიდან ასი ათასობით ადამიანის ევაკუაციის გეგმის შემუშავება, იქ ისრაელის ძალების სახმელეთო შეჭრის წინ.

ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია როდის განხორციელდება შეჭრა, თუმცა მისმა განცხადებამ პალესტინელებში მასობრივი პანიკა გამოიწვია. რაფას თავს აფარებს ღაზის 2,3 მილიონი მოსახლის ნახევარზე მეტი, ბევრი მათგანი უკვე რამდენჯერმე გახდა იძულებული შეეცვალა თავშესაფარი ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანებების გამო – რომლებიც ამჟამად უკვე ღაზის ტერიტორიის ორ მესამედს მოიცავს. გაურკვეველია კიდევ სად შეძლებენ ეს ადამიანები თავშესაფრის პოვნას.

სახმელეთო შეჭრის შესახებ განცხადებამ გაამწვავა ნეთანიაჰუსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის მზარდად საჯარო დაპირისპირება. აშშ-ის წარმომადგენელთა თქმით, რაფაში სამოქალაქო პირების შესახებ გეგმის არქონის პირობებში შეჭრა კატასტროფას მოიტანს.

ისრაელი რაფას თითქმის ყოველდღე ბობმავს – მას მერეც, რაც სამოქალაქო პირებს ბოლო კვირებში მოუწოდა ის წასულიყვნენ თავშესაფრისთვის, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში სახმელეთო შეჭრის შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button