მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„ომი მინახავს და აი, ასეთი ძალადობა არ მინახავს ჩემი თვალით“ – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა სასულიერო პირები.

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი მოვლენები შესწავლილი უნდა იყოს და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ძალადობში მონაწილეობდა.

“რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, ეს იყო ქვეყანაზე, ადამიანის ცნობიერებაზე არნახული, მე ჯერ ასეთი ძალადობა არ მინახავს ჩემი თვალით. მიუხედავად იმისა, რომ ომში ვარ ნამყოფი, ომი მინახავს და აი, ასეთი ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე, რაც მოხდა 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა. ამაზე უარესი ის იყო, რომ ეს იყო თავისუფლების და დემოკრატიის სახელით. ეს იყო ტყუილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებლად შესასწავლი. იმ კადრებით იდენტიფიცირება ხერხდება ადამიანების, ვინც აღასრულა ეს ფიზიკური ძალადობა და ვინ იყო ამისი დამკვეთი. ეს უნდა იყოს გამოძიებული და რა თქმა უნდა, ის უნდა დაისაჯოს,“ – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არანაირი გამართლება ძალადობას არ აქვს.

“ვაფრთხილებდით ყველას, რომ ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს. ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს ვაფრთხილებდით, ვაფრთხილებდით პრაიდის მონაწილეებს და სახელმწიფოსაც და ზოგადად ყველას. ამას არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო. არავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა და ვერ წარმოვიდგენდით, უბრალოდ რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. მე არ ვიცი, რით ავხსნა ეს უბრალოდ.
სასულიერო პირი დაბარებული იყო, მივა სასტიკი საყვედური და მან საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის თხოვნა,“ – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button