მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 166-ე დღე უკრაინაში რუსეთის არმია შეტევას კვლვ აგრძელებს

ხერსონის საოკუპაციო ძალები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს საარტილერიო დარტყმა ანტონოვსკის ხიდზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი მტკიცებით, უკრაინელების დარტყმების შედეგად დაზიანდა სამშენებლო ტექნიკა, რომელიც მდინარე დნეპრზე გამავალი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა.

ამასთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დარტყმების შედეგად ხიდი „კრიტიკულად არ დაზიანებულა“. მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ რამდენი ხნით გადაიდო ხიდის გახსნა.

ანტონოვსკის ხიდი არის ერთ-ერთი იმ ორ გადასასვლელს შორის, რომლითაც რუსეთის ძალები დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მათ მიერ ოკუპირებულ რაიონებს უკავშირდებიან.

ომის 166-ე დღე უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული ქალაქ მელიტოპოლის მერი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ ქალაქზე ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ჰაიმარსებით“ მიიტანა იერიში.

ივან ფედეროვის ცნობით, შედეგად, განადგურებულია რუსეთის სამხედრო ტექნიკა და 100 ჯარისკაცი.

ქალაქი მელიტოპოლი რუსეთის არმიამ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დაიკავა.

ქალაქის მერი რუსებმა ტყვედ აიყვანეს, შემდეგ კი რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალეს და გაათავისუფლეს.

ფედეროვი ამჟამად უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ამასთან დონეცკის ოლქში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსების თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 17.

დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ნიკოპოლისა და კრივორიცკის რაიონები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მსხვერპლი არ არის.

ხარკივის ოლქში დაბომბვის შედეგად ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. რაკეტა სოფელ პეჩენიგიში ჩამოვარდა. გარდაიცვალა 72 წლის ქალი.

დილით დაიბომბა ქალაქ მიკოლაივის გარეუბანი, ვითარება კვლავ დაძაბულია ხერსონის ოლქშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button