მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 175-ე დღეს უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით 196 ვერტმფრენი ჩამოაგდეს

უკრაინის ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანაა, რომ რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა

ომის 175-ე დღეს უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 44 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

➡ჯარისკაცი – დაახლოებით 44 100

➡ტანკი – 1 886

➡ჯავშანტექნიკა – 4 162

➡საარტილერიო სისტემა – 993

➡სარაკეტო სისტემა – 263

➡საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136

➡თვითმფრინავები – 233

➡ვერტმფრენი – 196

➡ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 792

➡საკრუიზო რაკეტები – 190

➡საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 054

➡გემი/ნავი/კატარღა – 15

➡სპეციალური აღჭურვილობა – 93.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინის ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანაა, რომ რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა:

“იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა. რუსეთის ხელმძღვანელობა მოელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ომისგან დაიღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიღალოთ არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფეთქებების მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს, თუმცა ამ ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს: გავანადგუროთ ოკუპანტების საბრძოლო მასალა, სამხედრო ტექნიკა, სამეთაურო პუნქტები, ეს გადაარჩენს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს. ოკუპანტებს ბოროტების ჩადენისა და უკრაინელების მოკვლის რაც უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას ჩვენი მიწის გათავისუფლებით. ყირიმიდან რუსეთში გადასვლის მსურველთა ბოლო დღეებში გაჩენილი რიგები ადასტურებს, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას უკვე ესმის ან სულაც გრძნობს, რომ ყირიმში მათი ადგილი არ არის,”- განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button