მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან 27 400 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული

უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 200 რუსი დამპყრობელი განადგურდა და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა დაახლოებით 27 400 ადამიანს შეადგენს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, განადგურდა კიდევ 2 ტანკი, 24 ჯავშანტექნიკა და ოთხი საარტილერიო სისტემა. ამასთან ლიკვიდირებულია მოწინააღმდეგის ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ერთი ვერტმფრენი, ხუთი ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი და 28 მანქანა.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 27 400
📌ტანკი – 1 220
📌ჯავშანტექნიკა – 2 958
📌საარტილერიო სისტემა – 555
📌სარაკეტო სისტემა – 195
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 89
📌თვითმფრინავები – 200
📌ვერტმფრენი – 164
📌სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 087
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 416
📌გემი/ნავი/კატარღა – 13
📌სპეციალური აღჭურვილობა – 42
📌საკრუიზო რაკეტები – 95

მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდს.

ამასთან ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო კომისარიატები აქტიურად მოუწოდებენ სრულწლოვან მამაკაცებს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მივიდნენ კომისარიატებში და “დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე”.

„ზოგიერთისთვის ასეთი ვიზიტი უკრაინაში ტყვეობით სრულდება. მოკლევადიანი საკონტრაქტო სამსახურის რეკლამა სულ უფრო და უფრო მომაბეზრებელი ხდება. დამსაქმებელთან ნაწილი ეძებს სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ დახმარებას „საომარი მოქმედებებისთვის მომზადებაში“, ზოგი კი ცდილობს „ჯავშნით“ დაიცვას ძვირფასი თანამშრომლები იმ დრომდე, ვიდრე ფარული მობილიზაცია აშკარა არ გახდება“, – წერს BBC-ის რუსული სამსახური,

უკრაინაში რუსული არმია მნივშნელოვან დანაკარგებს განიცდის. წარმატებისთვის მას მეტი ჯარისკაცი სჭირდება. ყველა ელოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას ან ომს 9 მაისს გამოაცხადებდა, მაგრამ ეს არ მოხდა, თუმცა როგორც BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაარკვია, რუსეთში “ფარული მობილიზაცია” ომის დაწყების დღიდან მიმდინარეობს.

სერჟანტმა პერეპელკინმა, რომელიც მორიგე იყო ნოვგოროდის ოლქის ერთ-ერთ შესარჩევ პუნქტში, BBC-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ მოკლევადიან კონტრაქტებს სთავაზობენ, ძირითადად, “სპეციალურ ოპერაციაში” მონაწილეობისთვის.

„კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს განმცხადებელმა, დამოკიდებულია მის სპეციალიზაციაზე: „თუ შეხვალთ სარემონტო ბატალიონში, შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე დარჩეთ და თუ, მაგალითად, ღვთის ნებით სნაიპერი ხართ, მაშინ თავად ღმერთის ნება ყოფილა თქვენი მონაწილეობა“, – განმარტა პერეპელკინმა. რაც შეეხება ხელფასსა და ანაზღაურებას. სერჟანტმა გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა: შეგიძლიათ კარგი ანაზღაურების იმედი გქონდეთ “თუ აღმოჩნდებით” ხაზს მიღმა “. და თუ რუსეთში იმსახურებთ, ხელფასი 35-40 ათასი გექნებათ“, – წერს BBC-ის რუსული სამსახური.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცმებით, რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 27 ათასს აღწევს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღარ აქვეყნებს ინეფორმაციას დანაკარგების შესახებ. უკანასკნელი, 25 მარტის ოფიციალური მონაცემებით, ბრძოლის ველზე დაიღუპა 1351 რუსი სამხედრო მოსამსახურე.

მსგავსი პოსტები

Back to top button