მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში 45 წლამდე ასაკის მამაკაცს, გერის 9 წლის ასაკიდან გაუპატიურებას ედავებიან

რას ყვება 13 წლის არასრულწლოვანი ძალადობის ძესახებ

45 წლამდე ასაკის მამაკაცს, გერის გაუპატიურების, გარყვნილი ქმედებისა და ოჯახური ძალადობის 17 ეპიზოდს ედავებიან.
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების, მის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისა და მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

13 წლის გოგონამ, მამინაცვლის მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ, დედას მას შემდეგ გაუმხილა, რაც მამაკაცმა მეუღლეზე იძალადა.

ფაქტების შესახებ, სამართალდამცავებს გოგონას დედამ შეატყობინა.
გოგონას ჩვენების თანახმად, მამინაცვლის მხრიდან გოგონაზე სექსუალური ძალადობა 9 წლის ასაკიდან დაიწყო.

არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მამაკაცი მას მუდმივად ემუქრებოდა, რის გამოც დედასთან სიმართლის გამჟღავნებას ვერ ახერხებდა.

არასრულწლოვანი გოგონა, ამჟამად, დედასთან ცხოვრობს, თუმცა, მასთან სოციალური აგენტი და ფსიქოლოგი მუშაობენ და დროებით, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, მიზანშეწონილად თვლიან.
ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პატიმრობაში იმყოფება ბრალდებულის პირველ მეუღლესთან შეძენილი ვაჟიც, რომელიც არასრულწლოვან გოგონასა და დედამისს, მუქარის გზით, ჩვენების შეცვლას აიძულებდა.

ბრალდებულების ადვოკატები, ილია ოთარაშვილი და მურად პოპიაშვილი, გამოძიების დაწყებას ადასტურებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ბრალდებულებთან შეთანხმების გარეშე, დეტალებს ვერ გაასაჯაროებენ.
” ჩვენ ვიცავთ ბრალდებულებს, ამიტომ მათთან შეთანხმების გარეშე, ვერაფერს გეტყვით. გარდა ამისა, საქმე ისეთი კატეგორიისაა და ეხება არასრულწლოვანს, დეტალებს ვერ გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დანაშაულს არ აღიარებს და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას”– განაცხადა მურად პოპიაშვილმა.
გამოძიება 45 წლამდე ასაკის მამაკაცის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე, 141-ე და 126′ მუხლებით დაიწყო, რაც გაუპატიურებას, გარყვნილ ქმედებასა და ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

ბრალდებულის ვაჟის მიმართ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 372- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას ნიშნავს.

საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის პასუხი ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
წინასასამართლო სხდომა, 14 ივნისს უნდა ჩატარდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button