„ენმ“ს განცხადებით პარტიის მხარდამჭერ ყოფილ სამართალდამცავებს პოლიტიკური ნიშნით დევნის ხელისუფლება

ეს ბიჭი ჩემი ძმაა, მისი პრობლემა არავისთვის მომიხვევია თავზე, ამ ბიჭს არ უნახავს, როგორ შეაბიჯეს პირველ კლასში მისმა შვილებმა, როგორ მოიტანეს პირველი ათიანები, როგორ აქრობდნენ ტორტზე სანთლებს, არასოდეს მომიყოლია როგორ დნებოდა ბიძაჩემი თვალს და ხელსშუა, როგორ გაგვიქრა 2 წელიწადში, როგორ მტკიოდა გული მისი ვირული შრომის შემხედვარეს, ადამიანს არ ეძლეოდა რეაბილიტაციის საშუალება და მხოლოდ იმისთვის ისჯება, რომ რუხი მოიგო 500 ხმით, საკუთარი სოფლის მხარდაჭერა არ აპატიეთ ბინძღებო… მეზიზღებით!!!! მე ხვალ ვხაზავ 5-იანს!!!”,-წერს მედგიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ექიმი ლალი ჯანაშია.
ჯანაშია სოფელ რუხიდანაა, სადაც ოპოზიციამ ,,ქართულ ოცნებას” არჩევნები 500 ხმით მოუგო.
პოლიციელებმა ჯანაშიას კუთვნილ ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს და ამჟამად ფოთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.
,,ნაცმოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერ ამირან ჯანაშიას სახლში შეუვარდნენ და იარაღი ჩაუდეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, ამირან ჯანაშია ის ყოფილი ძალოვანია, რომელიც ოპოზიციას 2 ოქტომბერს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ეხმარებოდა. ის ციხის ყოფილი უფროსია. „სენაკის გზაზე დააკავეს, თბილისიდან მოდიოდა. მას ჩაუდეს იარაღი და ეს რომ მოსალოდნელი იყო, ამაზე მან ჯერ კიდევ მანამდე დაწერა „ფეისბუკ”-გვერდზე და ჩვენც ვამბობდით ამას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის მხარდამჭერ ყოფილ სამართალდამცავებს პოლიტიკური ნიშნით დევნის ხელისუფლება.