მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას 397 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას 397 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილმა მრჩეველმა ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში დარია გერასიმჩუკმა განაცხადა, არასრულწლოვანთა პროკურორების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე, 1177 ბავშვი დაშავდა. მათგან 780 სხვადასხვა სიმძიმით დაზიანდა.

სახელმწიფო პორტალის, „ომის ბავშვების“ ინფორმაციით, სულ მცირე, 242 ბავშვი ამჟამად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 7 890 ბავშვი მიიჩნევა უკანონოდ დეპორტირებულად, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში. უკრაინაში მხოლოდ 55 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.

„ეს რიცხვები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამუშაოები მიმდინარეობს“, – განმარტავს გერასიმჩუკი.

მან ასევე დასძინა, რომ პოლიცია, გენერალური პროკურატურა და ეროვნული საინფორმაციო ბიურო ყოველდღიურად აახლებენ დაზარალებულთა მონაცემებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button