მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს გააკეთებს

დღეს, 30 სექტემბერს, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებული განაცხადი შეაქვს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.
“ჩვენ დე ფაქტო უკვე გავიარეთ ნატოსკენ გზა, დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა, ისინი ნამდვილია უკრაინაში – ნამდვილია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე ფაქტო. დღეს უკრაინა განაცხადს გააკეთებს, რათა ეს დე იურე გააკეთოს. პროცედურებით, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით. ჩვენ განმსაზღვრელ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადის ხელმოწერით“, – თქვა ზელენსკიმ.

მან განაცხადს ხელი პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან ერთად მოაწერა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ იცის, რომ ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შესაძლებელია, რადგან ეს უკვე იხილა ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, რომლებმაც ალიანსში გაწევრიანება MAP-ის გარეშე მიმდინარე წელს დაიწყეს.

ზელენსკის თქმით, ნატო-ში კონსენსუსის მიღწევამდე, უკრაინა სთავაზობს, განხორციელდეს კიევის ინიციატივა უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წვერები გახდებოდნენ, მაგრამ ქვეყნებს არ მიუღიათ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

2021 წელს მოსკოვმა მოითხოვა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების უარყოფა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თებერვალში მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას განჭვრეტად მომავალში.

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სამმა წყარომ სააგენტო Reuters-ს მიმდინარე წლის სექტემბერში აცნობა, რომ პუტინმა ომის დასაწყისში უკრაინასთან შეთანხმების შესაძლებლობა უარყო, რომელიც ითვალისწინებდა კიევის უარს ნატოში გაწევრიანებაზე.
ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, უკრაინამ „ნატო-ს სანაგვე“ აირჩია. ამის შესახებ ზახაროვა „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, დღეს ყველამ საკუთარი გზა აირჩია.

„სისხლიანმა ყასაბებმა, რომლებიც ქალებს და ბავშვებს კლავენ – ნატო-ს სანაგვეში. ჩვენ კი მომავალში. რთული იქნება? კი. რადგან დაბლა ვარდნა უფრო მარტივია, ვიდრე სიმაღლის აღება. თუმცა თქვენ ხომ გახსოვთ: ცოცვაში ჩვენ ისტორიულად ფრთები გვიშლის. წინ, ერთად, სინათლის სახელით და ღმერთთან ერთად!” – წერს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი.

ცნობისთვის, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში დღეს განცხადებებს გააკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button