მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყების შემდეგ ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია

რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია. ამავე დროს, ქვეყანამ იარაღის ექსპორტი განახორციელა სხვა სახელმწიფოებში, – როგორც გამოცემა „ერბეკა უკრაინა“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Ouest France-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე შოკში ვარ, არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული … მე მესმის, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა, თუმცა მე მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი თავისი შეიარაღების ექსპორტს სხვა ქვეყნებში ახორციელებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ არ ადანაშაულებს ქვეყნის ლიდერებს.

„მე არ ვადანაშაულებ ლიდერებს. მე ფაქტების კონსტატაციას ვახდენ: იყო დისკუსიები ისრაელის ხელმძღვანელობასთან და ამან უკრაინას არ უშველა. შესაძლებელია ისრაელზე რუსეთის გავლენის შემჩნევა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელის სამოქალაქო საზოგადოება უკრაინას მხარს უჭერს.

თუმცა იმისთვის, რომ უკრაინის არმიის მიერ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში წამოწყებულმა კონტრიერიშმა წარმატებას მიაღწიოს, კიევმა დასავლეთს სთხოვა თანამედროვე ტანკების დაუყოვნებლად მიწოდება, მაგრამ დასავლეთის სახელმწიფოები აჭიანურებენ თხოვნაზე პასუხს, წერს ამერიკული გამოცემა Politico შვიდ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროების თანახმად, უკრაინა ამერიკულ M1 Abrams-ებს და გერმანულ Leopard-ებს საჭიროებს, მაგრამ შეერთებული შტატებისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლები აჭიანურებენ ტანკების მიწოდებას, მათ შორის ტრენინგისა და ლოგისტიკის მხრივ არსებული პრობლემების გამო.

ამერიკული m1 ტიპის ტანკები ძალიან განსხვავდება საბჭოთა წარმოების ჯავშანტექნიკისგან, რომელსაც ამჟამად უკრაინა იყენებ, წერს Politico. ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, თადარიგის ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა აღნიშნა, რომ m1 ტიპის ტანკების ექსპლუატაციისათვის აუცილებლად საჭიროა ეკიპაჟების მომზადება და ასევე დიდძალი საწვავი.

გაზეთის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, გერმანული Leopard-ი თავისი მახასიათებლებით უფრო მსგავსია იმ საბჭოთა ტანკებისა, რომლებითაც უკრაინის არმია იბრძვის. მიუხედავად ამისა, ბერლინმა არაერთხელ უარყო კიევის მოთხოვნა შეიარაღების მიწოდების შესახებ, ხოლო გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბეხტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება გერმანიასა და ნატოს პარტნიორებს შორის, რომ “ასეთი ქმედებები ცალმხრივად არ განახორციელონ.”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bild-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჯავშანტექნიკა გახდა უკრაინელი სამხედროების გადარჩენის საკითხი და თუ გერმანიას სურს, დაეხმაროს უკრაინელებს სიცოცხლის გადარჩენაში, გერმანელმა პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არა მხოლოდ ტანკების, არამედ უფრო “მეტად გამანადგურებელი” იარაღის მიწოდების საკითხები.

უკრაინის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გერმანია უნდა გახდეს მაგალითი სხვა სახელმწიფოებისთვის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხში და არ ელოდოს სხვების გადაწყვეტილებებს. “თუ არ გინდათ, რომ მოგვცეთ [იარაღი], მაშინ მოგვისმინეთ შეურაცხყოფის გარეშე – თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და შეგიძლიათ არ მოგვცეთ, მაგრამ ნუ ეცდებით თქვათ: მოდი, ჩვენამდე სხვებმა გააკეთონ – ჯერ იყოს ამერიკა, შემდეგ გერმანია, შემდეგ პოლონეთი და ა.შ. არ არის საჭირო. ყველა პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარ თავზე”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის სიტყვებსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ციტირებს.უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ უახლეს ისტორიაში პირველად გადახედა პოლიტიკას, რომელიც კრძალავს კონფლიქტის ზონებისთვის იარაღის მიწოდებას.

მანამდე ბერლინი დათანხმდა უკრაინის მომარაგებას 50 Dingo ჯავშანმანქანით და უკვე გადასცა 24 Gepard-ის საზენიტო თვითმავალი და Panzerhaubitze 2000-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, მაგრამ უარს ამბობს კიევში ნებისმიერი მოდიფიკაციის Leopard-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტანკების, გადაცემაზე

მსგავსი პოსტები

Back to top button