მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 56 300 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 56 300
📌​ტანკი – 2 262
📌ჯავშანტექნიკა – 4 807
📌საარტილერიო სისტემა – 1 361
📌სარაკეტო სისტემა – 327
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 170
📌თვითმფრინავები – 255
📌ვერტმფრენი – 220
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 956
📌საკრუიზო რაკეტები – 240
📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 681
📌გემი/ნავი/კატარღა – 15
📌სპეციალური აღჭურვილობა – 126.
ამასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და 8 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო ქვედანაყოფებმა და არტილერიამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის 4 საცავსა და 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.

„ჩვენი სახელმწიფოს დამცველებმა ასევე დაარტყეს მტრის საჰაერო თავდაცვის 3 პოზიციასა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ზონებს 20-ზე მეტ ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, რუსების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button