მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყების შემდეგ უკრაინის დამცველებმა 30 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის დამცველებმა 30 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რომელიც გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულ 250 ჯარისკაცს მოიცავს.

📌„შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1330 ტანკი

📌3258 ჯავშანტექნიკა

📌628 საარტილერო სისტემა

📌203 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა

📌93 საჰაერო თავდაცვის სისტემა

📌207 საბრძოლო თვითმფრინავი

📌174 ვერტმფრენი

📌503 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი

📌116 ფრთოსანი რაკეტა

📌13 გემი/კატერი

📌2226 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი

📌48 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“- აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან რთული სიტუაციაა. ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც 24-ის შემდეგ, პირველ დღეებში ჰქონდათ. ამიტომ, მათ დონბასში მოახდინეს არტილერიის მაქსიმალური კონცენტრაცია, მაქსიმალური რეზერვები – არის სარაკეტო დარტყმები, ავიაცია, ყველაფერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინა იცავს თავის მიწას, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული თავდაცვის რესურსი იძლევა. მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს ამ რესურსის გასაზრდელად.

„თუ დამპყრობლებს ჰგონიათ, რომ ლიმანი და სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანოს, ჩვენ მაინც აღვადგენთ ყველა ქალაქს და ყველა დასახლებას. იქ ჩვენი უკრაინული დროშების რეალური ალტერნატივა არ არსებობს და არ იქნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button