მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომს ამ დრომდე 144 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს ამ დრომდე 144 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 220 არასრულწლოვანი – მონაცემებს უკრაინული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 27 მარტს ხარკოვის სოფელ იზიუმში თავდასხმის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

ასევე, დაბომბვების შედეგად დაზიანდა 773 სასწავლო დაწესებულება, მათგან 75 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად დაზიანებულია დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ჟიტიმორის, სუმის, კიევისა და ხერსონის რეგიონები.

პროკურატურა წერს, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან ქალაქებში აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველაზე მეტი ბავშვი კიევის ოლქში დაშავდა – 68

ხარკოვის – 49

დონეცკის – 54

ჩერნიგოვის – 38

მიკოლაევის – 3

ლუჰანსკის – 28

ზაპოროჟის – 22

ჟიტომირის – 15

სუმის – 15

ხერსონის ოლქში – 25.

ქალაქ კიევში 16 ბავშვია დაშავებული.

მარიუპოლში გარდაცვლილი და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა ამ დრომდე დგინდება.

რუსეთმა ორშაბათს სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ქალაქ ლიუბოტინზე, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

ხარკოვის რეგიონული პროკურატურა Telegram-ის განცხადებაში აცხადებს, რომ შვიდი ადამიანი დაშავდა. ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button