მნიშვნელოვანისიახლეები

10 გარდაცვლილი და 698 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 903 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 175 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 728 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 647 243-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 036 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 622 432-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 730 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა,

📌აჭარა – 19

📌იმერეთი – 102

📌ქვემო ქართლი – 39

📌შიდა ქართლი – 50

📌გურია – 54

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 63

📌კახეთი – 54

📌მცხეთა-მთიანეთი -19

📌სამცხე-ჯავახეთი -12

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32.

რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის,- ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, არსებული ეპიდვითარების ფონზე დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს.

ამასთან, მან იმ სცენარებზე ისაუბრა, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, ეს შეიძლება იყოს შემთხვევების მატება, შეზღუდვების ტოტალური მოხსნა, ასევე იმუნიტეტის შესუსტება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button