ტიერი ანრი ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა და გუნდს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 43 წლის ტიერი ანრი ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დაბრუნდა. გუნდს ფრანგი სპეცილისტი ევროპის ჩემპიონტზე, მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესთან ერთად დაეხმარება.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბელგიის ნაკრების გამოსვლა საკონტინენტო პირველობაზე წარმატებული იყოს.“ – თქვა ანრიმ ბელგიურ მედისთან ინტერვიუში.
ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტად 2016-2018 წლებში მუშაობდა. შემდეგ ის მონაკოს წვრთნიდა, ბოლო სამუშაო ადგილი კი კანადური მონრეალი იყო.
ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში გამოვა. მისი მოწინააღმდეგენი კი რუსეთი, დანია და ფინეთი იქნება.
მარტინესის გაწვრთნილების პირველი შეხვედრა კონტინენტის პირველობაზე 12 ივნისს შედგება. ბელგიელები რუსეთს დაუპირისპირდებიან.