მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპერატორი არის თქვენი თავლი და თქვენი ყური, როცა მას კლავთ, კლავთ საკუთარ თავს”- “პირველი არხის” ოპერატორი

პირველი არხის ოპერატორი, კახა ჯანაშვილი ეხმაურება გარდაცვლილი ოპერატორის ამბავს და ამბობს, რომ “ოპერატორი არის თქვენი თავლი და თქვენი ყური, როცა მას კლავთ, კლავთ საკუთარ თავს”.

მან სხვა ოპერატორების მსგავსად , დახრილი კამერით, საპატრიო კორიდორით გააცილა ლექსო ლაშქარავა.

“ჩვენ ყველა მოგვკლეს, ყველა ოპერატორი, ყველა ჟურნალისტი, რა უნდა ვთქვა, უნდა ვთქვა ის, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენ მომავალი არ გვექნება. ამ ქვეყანას თუ განვითარება უნდა, განსხვავებულ აზრს უნდა შეეგუოს ყველა აბსოლუტურად, თუ ჩვენ რამეს რამეს ვაწვდით, ვაჩვენებთ ტელეეკრანებინად, იმას ვაჩვენებთ რაც რეალობაა, ოპერატორი არის თქვენი თვალი და თქვენი ყური, იმას როცა ვკლავთ, თქვენ კლავთ საკუთარ სიტყვას, საკუთარ თავს კლავთ ფაქტიურად.” – თქვა ჯანაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button