ოფიციალური ცნობით, თბილისში გარდაცვლილია 10 ადამიანი

როგორც რადიო “ჰერეთთან” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, დები ზარანდიები კვლავ დაკარგულთა სიაში ირიცხებიან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 13 ივნისს თბილისში მოვარდნილი სტიქიური უბედურების შედეგად 10 ადამიანია გარდაცვლილი.

თუმცა, ოფიციალური უწყებები ამ დრომდე არ ასაჯაროვებენ დაღუპულთა მონაცემებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2 პირი, ვინც გარდაცვლილთა სიაში იყო, ოჯახს დაუბრუნდა.

ამ დროისთვის არც ისაა ცნობილი რამდენი ადამიანი ითვლება სულ დაკარგულად, 14 ივნისის მონაცემით მათი რიცხვი 24 მდე იყო.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button