მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიცია ერთიანია როგორც არასდროს-ბოკუჩავა

მხოლოდ დაუღალავი შრომით და ბრძოლით შეგვიძლია დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც ხალხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია არის ერთიანი, როგორც არასდროს
“ჩვენ ორშაბათს 7 საათზე რუსთაველზე აქცია დავაანონსეთ. ასევე საზოგადოებას გავაცანით, რომ გვაქვს კონსოლიდირებული დარღვევების ანგარიში, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნობთ. დავადასტურეთ, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, როგორც არასდროს. მხოლოდ დაუღალავი შრომით და ბრძოლით შეგვიძლია დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც ხალხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა”,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ამასთან, ბოკუჩავამ უპასუხა კითხვას თუ რატომ არ იყო ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრაზე წარმოდგენილი პარტია “გახარია საქართველოსთვის”, რაზეც ბოკუჩავამ უპასუხა, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან ჰქონდათ მთელ რიგ საკითხებზე კოორდინაცია და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.
“მე არ მიმაჩნია მართებულად, რომ სხვის ნაცვლად ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ მთელ რიგ საკითხებზე გვქონდა კოორდინაცია. მომავალში აღნიშნული კოორდინაცია როგორ გაგრძელდება, ეს თავად ამ პოლიტიკურ ჯგუფზეა დამოკიდებული. დღეს თქვენ ნახეთ ოპოზიცია ერთიანი, როგორც არასდროს, სამი კოალიციური ჯგუფი, რომელთაც ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი მისცა. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი კოორდინაციით გააგრძელებს ოპოზიცია მოქმედებას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ოპოზიცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს

მსგავსი პოსტები

Back to top button