მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

“ოპოზიცია გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავს” – გიგი უგულავა

“ოპოზიცია გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, კვლავ განახლება საპროტესტო აქციები რეგიონების მასშტაბით.

„პლენარული საგაზაფხულო სხდომების განახლებასთან ერთად განახლდება პიკეტირება. აქციები დაიგეგმება ასევე რეგიონების მიხედვით, თარიღების დასახელება ადრეა. ჩვენ ასევე შევჯერდით, რომ უკვე გაზაფხულისკენ გვექნება ერთიანი დიდი აქცია, სადაც ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთელს მოსახლეობას მაქსიმალურად მობილიზდეს, რომ საბოლოო ჯამში ვაჩვენოთ ხალხის ძალა. ის ძალა, რომელმაც თავის დროზე ივანიშვილს შეაცვლევინა აზრი, მაგრამ შემდეგ, როგორც ბატონი თალაკვაძე ამბობს, თურმე შიშის გამო იყო, ამ შიშმა გაუარათ და ახლა ბოდიში და „გაბლატავდნენ“. მაშინ ერთადერთი გზა რჩება ხალხს, რომ თავიდან აჩვენოს თავისი ძალა, რომ მმართველი, რომელიც თავს არის გასული, კვლავ თავის შიშში ჩაიკეტოს და დაემორჩილოს ხალხის ლეგიტიმურ ნებას. ამ თვალსაზრისით არაფერი არ შეიცვლება მანამ, ვიდრე არ შეიცვლება „ქართული ოცნების“ პოზიცია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button