მნიშვნელოვანისიახლეები

ოპოზიცია მიესალმება ინიციატივას და სანქციებით ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ელის

პოლიტიკური შეფასებების თემად რჩება ბრიტანეთის თემთა პალატაში შესული წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას გულისხმობს.

“ქართული ოცნება” ინიციატივის პასუხად აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში წარმოჩინდება, რომ “დიფ სთეითმა” დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა.

“ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში წერია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს.

ბრიტანეთის თემთა პალატაში 15 დეპუტატის წერილი შევიდა – ოპოზიცია მიესალმება ინიციატივას და სანქციებით ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ელის.

პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, სანქციების საკითხზე დიდი ბრიტანეთი აშშ-თან კოორდინირებულად მუშაობს.

“დიდი ბრიტანეთი აშშ-თან კოორდინირებულად მუშაობს. სანქციებში, რომელსაც 14 ინიციატორი ჰყავს, გარკვევით წერია 3 მიზეზი, რის გამოც უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი. დიდი ბრიტანეთი წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმზე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ეს აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები შევა ძალაში, რაც დამხმარე შესაძლებლობაა ქართველი ხალხის დემოკრატიის დასაცავად”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ხელისუფლებას არ აინტერესებს, სანქციები დაუწესდება თუ არა, რაც აუხსნელია.

„სანქციებს აქვს თავისი მორალური მხარეც, თუ მორალური მხრიდან შევხედავთ, არ აინტერესებთ. ჩემთვის მაგალითად, სანქციები რომ დაეწესებინათ, შეიძლება ამ ამბავს გადავყოლოდი, არიან ადამიანების კატეგორია, რომლებსაც სანქციები ჯილდო ჰგონიათ, ეს ჩემთვის აუხსნელია, ამაზე პასუხი არ მაქვს. მე კი არა, არავის ექნება”,- განაცხადა ჭყონიამ.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ “ჩინეთის კომუნისტური პარტიის” ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის უახლოესი წევრები და მისი ხელშემწყობების ქსელი! მადლობელი ვარ ვიყო კონგრესის დიდი ბრიტანეთის ჯგუფის თანათავმჯდომარე”, – წერს უილსონი.

მსგავსი პოსტები

Back to top button