მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ “მკაცრად გმობს” საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ აშშ “მკაცრად გმობს” საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას” მათ შორის იგი ახსენებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
“მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსთა დასადუმებლად. ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი, უკანონოდ დაკავებულები კი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს, მათ შორის – კანონის სათანადოდ გამოყენებასა და სამართლიან პროცესს ყველა დაკავებულის მიმართ”, – ნათქვამია აქცენტის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიღებულ კომენტარში.

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მომიტინგეებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებზე, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე.

“ქართული ოცნების” მჩაგვრელი ტაქტიკა ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს”, – დაწერა მილერმა პლატფორმა X-ზე.
14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას. ბათუმის კლინიკის ექიმის, თაკო შანთაძის განცხადებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 50-ე დღეა იმართება ყოველდღიური აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. უწყვეტი აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს.

აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.

ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებელია, ოცნებამ დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინოს, გაათავისუფლოს დემონსტრანტები და მათ ბრალდებები მოუხსნას.

ამასთან, ჰიპერი აღნიშნავს, რომ მოქალაქეების ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა, ცნობები წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, რასაც დაემატა ცნობები ოცნების მაღალჩნოსნების მონაწილებაზე სასტიკ თავდასხმაში საქართველოს ყოფილი პრემიერისა და ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ, შოკისმომგრვრელია.

“ჩვენ დავგმეთ დაშინების, მუქარის, ფიზიკური თავდასხმის მზარდი აქტები. ძალადობა არასდროსაა პასუხი. ძალადობა არ არის პასუხი დემონსტრატების მოთხოვნაზე საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ. ამიტომ, ძალადობა შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ჩვენ ყველამ ვნახეთ ეს. დავგმეთ ქმედებები დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, ოპოციციის ლიდერების წინააღმდეგ და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი.

არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ დაძაბულობის დეესკალაცია მოახდინოს, გაათავისუფლოს დემონსტრანტები და მათ ბრალდებები მოუხსნას. მოქალაქეების ფართოდ გავრცელებული დაშინება პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა, ცნობები წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, რასაც დაემატა ცნობები ოცნების მაღალჩნოსნების მონაწილებაზე სასტიკ თავდასხმაში საქართველოს ყოფილი პრემიერისა და ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი შოკისმომგრვრელია.

დაუსჯელობისა და ძალადობის ადგილი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე, როგორც ევროკავშირის კანდიტატის სტატუსის მქონე ქვეყანაზე”, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button