მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია მოლაპარაკებების გაჭიანურებაში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს

ოპოზიცია კონსულტაციებისთვის დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბება. პარალელურად ოპოზიციის ლიდერებთან, ასევე უმრავლესობის წევრებთან ფასილიტატორი ელჩები ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ. ამის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი. ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებაში „ქართულ ოცნებას ადანაშაულებს.

“მზად ვართ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, მაგრამ იმ განწყობის ფონზე რაც ივანიშვილის გუნდშია ვერ ვხედავთ რეალური წარმატების შესაძლებლობას”, – თქვა ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ბარიერ გადალახული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა, პარლამენტს უკვე მიმართა. უახლოეს დღეებში განცხადების დაწერას აპირებს “პატრიოტთა ალიანსი”. სიის ჩახსნას ამ ეტაპზე არ აპირებს პარტია “მოქალაქეები”. ისინი მოლაპარაკების დასრულებას ელოდებიან. გირჩებიდან კი განცხადება ჯერ მხოლოდ ზურა ჯაფარიძემ დაწერა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

მოვისმინოთ, ოპოზიციის ლიდერების, სალომე სამადაშვილის,ხათუნა სამნიძის,ზურა ჯაფარიძის,ალეკო ელისაშვილის კომენტარები

მსგავსი პოსტები

Back to top button