ოპოზიციამ წინასაარჩევნო შეხვედრები კახეთში დაიწყო
ოპოზიციური ერთობა თელავში მოსახლეობას ხვდება
პლატფორმა “ერთიანობაში” გაერთიანებული პოლიტიკოსები ამ წუთებში შეხვედრას თელავის ბაზარში იწყებენ.
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კოალიციური მთავრობა რიგით ადამიანებზე მორგებულ გარემოს შექმის.
“აქ არიან მშრომელი ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოყვანილ მოსავალს ბაზარში ყიდიან. მშრომელი ადამიანის შრომა როდესაც იქნება დაფასებული, მაშინ ვიცხოვრებთ ჩვენ ბედნიერ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პირობებში ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ ხდება, ამიტომ 26 ოქტომბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ამას ვეუბნებით თითოეულ ადამიანს. 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ უძრაობა, მაფიოზური-ოლიგარქიული მმართველობა და კოალიციურმა მთავრობამ უნდა შექმნას ქვეყანაში ისეთი გარემო, სადაც ადამიანთა შრომა დაფასებული იქნება”, – განაცხადა ბოტკოველმა.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, “ერთიანობის” ლიდერები თელავში დემოკრატიის ფესტივალს დაესწრებიან, სადაც მოქალაქეებს წინასაარჩევნო გეგმებს გაუზიარებენ.