რეგიონისიახლეები

ოპოზიციის ბრალდება აბსურდულია-შიოშვილი

კახეთის გუბერნატორი აბსურდულს უწოდებს ოპოზიციის ბრალდებას,რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, 11 დეკემბერს, “ქართული ოცნების” მიერ წინანდალში გამართული შეხვედრის შემდეგ მოუხდა.
ირაკლი შიოშვილი განმარტავს, რომ ავარია წინანდალში გამართული შეხვედრიდან მეორე დღეს, გურჯაანი- ბაკურციხის შემოვლით გზაზე მოხდა.
“ქართული ოცნების” ღონისძიება, რომელსაც ბოტკოველი ახსენებს, ჩატარდა შაბათს, ავტოსაგზაო შემთხვევა კი კვირას საღამოს მოხდა გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე, როდესაც სიღნაღიდან თელავში ვბრუნდებოდი. მანქანას ვმართავდი მე, მარტო ვიყავი, უკნიდან შევეჯახე დიდ მანქანას. გარკვეული დაზიანებები მაქვს და ახლა გავდივარ მკურნალობას. ნასვამი ვერ ვიქნებოდი, რადგან პოსტკოვიდურ მკურნალობას გავდივარ. სიცრუეა ისიც, თითქოს თელავის საავადმყოფოს მივაკითხე, პირველადი დახმარება გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში აღმომიჩინეს,”- აცხადებს შიოშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კახეთის გუბერნატორს ავარია წინანდალში, სუფრიდან დაბრუნების დროს შეემთხვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა, 12 დეკემბერს მოხდა, როცა სიღნაღიდან თელავის მიმართულებით მიმავალი სახელმწიფო რწმუნებული, სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button