
თომას მულმანმა, თელავის მეცხრე საჯარო სკოლაში ავსტრიული წიგნის კუთხე გახსნა.
ელჩმა, სკოლის უფროსკლასელებთან ხანმოკლე დებატები გერმანულ ენაზე გამართა.
მოსწავლეებმა კი, ავსტრიელ დიპლომატს, კახეთისა და ავსტრიის შტირიის მხარის მეგობრობაზე, პრეზენტაცია წარუდგინეს.
თომას მულმანი სკოლის ერთ- ერთი შშმ მოსწავლის პერსონალური გამოფენას დაესწრო და სკოლის სპორტული მიღწევებითაც დაინტერესდა.
ავსტრიის საელჩო თელავის საჯარო სკოლებს 90- იანი წლებიდან, სხვადასხვა სახის ინვენტარითა და ლიტერატურით ეხმარება.
საელჩო , დღემდე, თელაველი მოსწავლეებისა და პედაგოგების გაცვლითი პროგრამების ორგანიზებასაც უწყობს ხელს.